მუნიციპალიტეტის მერმა, ოზურგეთის მერიის სხდომაზე ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთვის“ არსებული ფართის გადაცემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში ამ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას სხვაგან ცდილობდა, რადგან არ აწყობთ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც აუდიტის დასკვნაშია - არ აწყობთ, რადგან არჩევნების პერიოდში ისინი პირდაპირ და აქტიურად უჭერდნენ წინა მერს მხარს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისინიც იზიარებენ. ამისათვის მოიგონეს სიცრუის და დეზინფორმაციის მორიგი კამპანია, თითქოს მერიამ თავის საკუთრებაში არსებული ფართი გადასცა ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სრული, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ეს სიცრუეა და არავითარი ფართის გადაცემა მერიის მხრიდან არ მომხდარა. არავის მივცემთ უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება. მომავალშიც, სიცრუეს ყოველთვის გაეცემა პასუხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.