ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ტაში, კუკური!
გიორგი მარგველაშვილი: „რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა შევიძინოთ“!
არაფერს ვიგონებ, ჩვენი ყოფილი „პრეზო“ რუსულ სკოლაში სწავლობდა, თანაც სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. ამის თაობაზე ქართულ „ვიკიპედიაში“ წერია. შეიძლება ცუდი არაფერია, რუსული განათლებაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ სხვას რატომ ამუნათებ?!
თუმცა, მეც ვამბობ, რაღა... ამაზე უარესები არ უკიჟინებენ რიგით მოქალაქეებს (ვისაც ომი არ უნდა), თქვე რუსეთუმეებო, პუტინის მონებოვო? კობა ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა, მოსკოვებში სახლიც აქვს, ირგვლივ ბიზნესებსაც ატრიალებს, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, გაქრა, პუტინის სახელმწიფოში გადაიხვეწა. მისი პარტიის სხვა წევრებიც მიდი-მოდიან მოსკოვებში, ჯიბეებში რუსული პასპორტებიც უდევთ!
ავოიეეეე!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.