logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: დიახ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ომი აირიდოს!
- +

18 მარტი. 2022. 17:26

 

 

დღიდან ომის დაწყებისა, ძილს ვერ ვპოულობ.

 

არ არის ეს სიტყვები პოპულისტური.

 

მე სხვანაირად მტკივა, ენგურს გაღმელის ტკივილით.

 

არა მგონია, ვინმეს ჩემზე ძალიან ეზიზღებოდეს რუსეთი.

 

ჩემმა ოჯახმა უდიდესი ტრაგედია ნახა აფხაზეთის ომში, გაუგონარი წამებით მოკლეს უფროსი თაობა.

 

დედაჩემს ჩემი ცხონებული ძმა ძუძუზე ჰყავდა და რძე გაუშრა, როცა მამის სიკვდილი გაიგო.

 

და მთელი ღამეები გადაბმულად ტიროდა ბავშვი.

 

სიკვდილიცაა და სიკვდილიც.

 

არ ვიცი, რატომ მოვიდა დედაჩემის ყურამდე წამების გაუგონარი ფაქტები.

 

მერე მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ყელგამოჭრილი ბაბუაჩემი.

 

ჭაში ჩაგდებული მეზობლის კაცი.

 

ღორების შეჭმული გვამები.

 

მთელი ბავშვობა მესმოდა ცხონებული ბებიაჩემის წუხილი :

- დამწყვდეული პირუტყვი მაინც გამეშვაო, ნეტავ...

 

მთელი ბავშვობა ათასნაირად წარმოვიდგენდი, როგორ ეკიდათ ცეცხლი დამწყვდეულ ძროხებს, ქათმებს და ჩემს პატარა ჭრელ ხბოს.

 

ჰოდა, ამიტომ და ამიტომ არ მინდა ომი ჩემს ქვეყანაში.

 

დიახ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის რომ ომი აირიდოს, რისი ხელისუფლებაა აბა?!

 

მერე რა, რომ აქ ვარ, მერე რა, რომ შორს ვარ - ძმა მყავს მანდ, მამა, ბიძა, მეგობრები, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ შეაკვდებიან, ყველა წავა.

 

მე  კიდე, არ მინდა მოკვდნენ!!!

 

არ მინდა გმირების ქვეყანა!!!

 

ბედნიერი ადამიანების ქვეყანა მინდა!!!

 

რუსეთუმე თავები გაბიათ კიდე....

 

და ბოლოს, ყველა ადამიანს ვშლი, ვინც ისტერიულად აზიარებს საშინელ და შემზარავ კადრებს...

 

არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია...

 

კი, ეგოისტი ვარ.

 

თავს ვუფრთხილდები.

 

მინდა გადავრჩე.

 

შვილები მყავს გასაზრდელი.

 

მიყვარხართ!!!

 

გოგის ცრემლებს გიტოვებთ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner