logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც კობახიძემ განცხადება გააკეთა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციაზე, ოპოზიციამ ღალატად შერაცხა, ახლა შოლცმა გააკეთა ანალოგიური განცხადება და ეგ როგორ არის?
- +

18 მარტი. 2022. 18:43

 

 

„შოლცი ჯერ არ შეურაცხავთ მოღალატედ?! როდესაც მოლდოვა, უნგრეთი, ისრაელი, გერმანია, ნიდერლანდები, აშშ და ა.შ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ რუსეთის სანქცირებაზე, ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი ღუპავს. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი რადიკალების ელექტორალური მხარდაჭერა ნულს ქვემოთ.

 

„შოლცი ჯერ არ შეურაცხავთ მოღალატედ?! რადიკალების ლოგიკა: როდესაც მოლდოვა, უნგრეთი, ისრაელი, გერმანია, ნიდერლანდები, აშშ და ა.შ. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ რუსეთის სანქცირებაზე, ჩვეულებრივი მოვლენაა... და როდესაც საქართველოს მთავრობა საუბრობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის სანქცირებაზე, მაშინ ღალატია... როდესაც კობახიძემ განცხადება გააკეთა რუსი მოქალაქეების რასისტულ დისკრიმინაციაზე, „საამაყო“ ოპოზიციამ ღალატად შერაცხა... ახლა შოლცმა გააკეთა ანალოგიური განცხადება და ეგ როგორ არის? ევროპული სტანდარტია თუ ღალატი?!

 

P.S მოკლედ, ორმაგი სტანდარტები გღუპავთ და მაინც ვერაფერს იგებთ...მაგიტომაა დღევანდელი რადიკალების ელექტორალური მხარდაჭერა ნულს ქვემოთ“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner