logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ნაცების“ დესტრუქციულმა ელემენტებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი მავნებლური აქტივობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის პოლიტიკა და გზავნილები თანხვედრი იყო, არის და იქნება
- +

18 მარტი. 2022. 19:14

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი“.

 

მისი თქმით, საინტერესოა რას ფიქრობს ოპოზიცია გერმანიის კანცლერის ამ განცხადებაზე მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძის მსგავს განცხადებას მათი მხრიდან არა ერთი კრიტიკა მოჰყვა.

 

„საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ფსევდოპროდასავლური ოპოზიცია გერმანიის კანცლერის ამ განცხადებაზე? „ნაცების“ დესტრუქციულმა ელემენტებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი მავნებლური აქტივობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის პოლიტიკა და გზავნილები თანხვედრი იყო, არის და იქნება! სააკაშვილის ექსტრემისტული მეხუთე კოლონის მზაკვრულ გეგმები ყოველთვის ფიასკოსთვისაა განწირული“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner