ოზურგეთის მერმა საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” და შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის” ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.
„კიდევ რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ - საფეხბურთო კლუბ “მერცხალს” ჯუმბერ კალანდაძე უხელმძღვანელებს. შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის თანამდებობას კი ბიძინა გობრონიძე დაიკავებს. ორივე მათგანს აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა და მჯერა, ისინი დასახულ ამოცანებს სათანადოდ შეასრულებენ”, - ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.