logo_geo
eng_logo
პუტინი: ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ და რა ფასად - ყველა ჩვენს გეგმას განვახორციელებთ
- +

18 მარტი. 2022. 20:42

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე „ყირიმის დაბრუნების“ მე-8 წლისთავისთვის მიძღვნილ აქციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ყველა გეგმას აუცილებლად შეასრულებს.

 

„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ და რა ფასად. ჩვენ ყველა ჩვენს გეგმას განვახორციელებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ოპერაცია“ აუცილებელი იყო, რადგან აშშ უკრაინას რუსეთისთვის „დასამუქრებლად“ იყენებდა.

 

„დონბასში მცხოვრები მოქალაქეები 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალებას არ დათანხმდნენ, რის გამოც მათ წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები დაიწყო. სწორედ ამას ეწოდება გენოციდი. ჩვენი ოპერაციის მიზანია, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი მოვაშოროთ“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner