logo_geo
eng_logo
უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია
- +

18 მარტი. 2022. 21:11

 

 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეებმა „პოზიციების მაქსიმალურად დაახლოება“ შეძლეს. მისი თქმით, ესაა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

 

მედინსკის განცხადებით, ამ პუნქტებთან დაკავშირებით ასევე „არსებობს ნიუანსები, რომლებიც ეხება იმას, თუ უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს დამატებით უკრაინა, თუ ნატოში გაწევრიანებაზე იტყვის უარს“.

 

ის ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის საკითხს და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner