logo_geo
eng_logo
მაკრონმა პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

18 მარტი. 2022. 22:06

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს ემანუელ მაკრონმა თავისი უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა მარიუპოლში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლის ალყის მოხსნის კონკრეტული და შემოწმებადი ზომებია საჭირო, მათ შორის ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner