logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს
- +

18 მარტი. 2022. 22:55

 

 

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა Hromadske-ის ჟურნალისტი გაიტაცეს. მედიასაშუალების ცნობით, გატაცებულია მათი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა, რომელიც უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ომის დაწყების დღიდან მუშაობდა.

 

მათივე ცნობით, როშინასთან კავშირი 12 მარტს დაკარგეს, როდესაც ჟურნალისტი ბერდიანსკში იმყოფებოდა, ხოლო 16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ჰყავს დაკავებული. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

 

Hromadske მიმართავს, როგორც უკრაინულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებებს, გაავრცელონ ინფორმაცია და მოუწოდონ რუსულ მხარეს, გაათავისუფლოს ვიქტორია როშინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner