logo_geo
eng_logo
მიხაილ პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება - ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები
- +

18 მარტი. 2022. 22:56

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია.

 

აღნიშნულის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

 

„მოლაპარაკებების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია. ყველა განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“, – წერს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner