logo_geo
eng_logo
სი ძინპინი: აშშ-მა და ნატომ რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოონ, რათა უკრაინის კრიზისი გადაწყვიტონ და უსაფრთხოების სფეროში როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შეშფოთება შეამსუბუქონ
- +

19 მარტი. 2022. 01:35

 

 

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებენ აზრს, რომ ჩინეთმა და აშშ-მა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, მშვიდობიანად ითანაარსებონ და თავიდან აიცილონ დაპირისპირება.

 

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ არ ცდილობს ჩინეთთან ახალი ცივი ომის დაწყებას, ჩინეთის სისტემის შეცვლას ან ჩინეთის წინააღმდეგ ალიანსების აღორძინებას და რომ აშშ არ უჭერს მხარს „ტაივანის დამოუკიდებლობას“ და არ ეძებს კონფლიქტს.

 

ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება იყო და იქნება, თუმცა მთავარია, რომ ასეთი განსხვავებები კონტროლის ქვეშ იყოს, ხოლო სტაბილურად მზარდი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებშია.

 

რაც შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რომელიც შედეგს გამოიღებს და მშვიდობას გამოიწვევს.

 

„აშშ-მა და ნატომ რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოონ, რათა უკრაინის კრიზისის პრობლემა გადაწყვიტონ და უსაფრთხოების სფეროში როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შეშფოთება შეამსუბუქონ“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner