კონფერენციის „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები კი უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.