რუსეთის შეიარაღებული ძალები, კიევის მახლობლად განთავსებული სამხედრო ტექნიკის გარშემო სანგრებს თხრიან და სიმაგრეებს აგებენ. ინფორმაციას CNN-ი Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, გათხრილი ორმოები, შენიშნეს რუსების პოზიციებზე სოფელ ოზერასა და გოსტომელში, ასევე ანტონოვის აეროპორტის გარშემო.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.