დმიტრო კულება: კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება
-
+
19 მარტი. 2022. 11:15
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის დასრულებასა და ომის დანაშაულებზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება“, - წერს დმიტრო კულება.