ევროკავშირის ლიდერები უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ, რომლებსაც სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივა ამ ეტაპზე განხილვის „ძალიან ადრეულ ეტაპზეა“ და გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
მათივე ინფორმაცით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გაყინული რუსული აქტივების გამოყენება სამხედრო რეპარაციების გადასახდელად.