ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ამავე ცენტრის წარმომადგენლებან ერთად, ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდა.
„ პოზიტიური შეხვედრა მქონდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, მიმდინარე წელს ეროვნულ ფესტივალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობაზე. ჩვენ, ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას“ - აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
„ ოზურგეთის მერთან, განვიხილეთ ქალაქისთვის და ტრადიციული კულტურისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. ოზურგეთი, როგორც ფოლკლორის ქალაქი მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი 2022 წლის ეროვნულ ფესტივალზე. დარწმუნებული ვარ, მჭიდრო თანამშრომლობით, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ,“- განაცხადა, გიორგი დონაძემ.