logo_geo
eng_logo
„აზოვის“ ბატალიონის ინფორმაციით, მათ ოკუპანტების საბრძოლო მასალების რამდენიმე საწყობი გაანადგურეს
- +

19 მარტი. 2022. 17:46

მარიუპოლში რამდენიმე საწყობი გაანადგურეს, სადაც ოკუპანტების საბრძოლო მასალა ინახებოდა. ამის შესახებ „აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმი ტელეგრამზე წერს.

 

„დღეს დილით, სპეცოპერაციისას, „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა დაარბიეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, რომლის დროსაც განადგურდა საბრძოლო მასალის საწყობები და მტრის ოფიცრები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ერთი ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტი და სატვირთო ავტომობილები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner