logo_geo
eng_logo
„ნიკა მელიამ ფიზიკური მონაცემებით აჯობა მიხეილ მაჭავარიანს, წააქცია და წიხლით შესდგა...“
- +

9 აგვისტო. 2016. 00:01



„ნაციონალურ მოძრაობაში" ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას „მარშალპრესი" ავრცელებს.


ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე სცემა. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მარშალპრესს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ­ერთმა წევრმა მიაწოდა.



„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნიკა მელიამ ფიზიკური მონაცემებით აჯობა მიხეილ მაჭავარიანს, წააქცია და წიხლით შესდგა, მაჭავარიანმა ცემის დროს გონება დაკარგა. ჩხუბში გაშველებას კონფლიქტის შემსწრე „ნაცმოძრაობის" სხვა წევრებიც ცდილობდნენ, თუმცა ნიკა მელია აფექტურ მდგომარეობაში იყო და გონდაკარგული მიხეილ მაჭავარიანის გამოხსნა გამშველებლებს ძალიან გაუჭირდათ.


დაპირისპირება მაჭავარიანსა და მელიას შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა. მაჭავარიანი ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ გააღიზიანა.


დაპირისპირება მელიასა და მაჭავარიანს შორის გახშირდა პარტიულის სიის დაკომპლექტების დროს წარსადგენი კანდიდატებისა და პარტიის ფინანსური რესურსების გადანაწილების დროსაც. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიტყვიერი დაპირისპირებით სრულდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაწყებული სიტვყიერი დაპირისპირება მიხეილ მაჭავარიანის სასტიკი ცემით დასრულდა.



შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner