სამეგრელოში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლომ მიიღო.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მამა-შვილს პატიმრობა მიუსაჯა.
შემთხვევა 2021 წლის ზაფხულში სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან, რომლებიც მათივე თქმით, არასრულწლოვანს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. დაკავებულების მიმართ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობდა.