logo_geo
eng_logo
რუსეთში ხარკოვზე თავდასხმის გაგრძელებაზე უარის თქმის გამო 10 სამხედროს წინააღმდეგ საქმე აღიძრა
- +

20 მარტი. 2022. 10:15

 

 

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის სარდლობამ გამოძიება დაიწყო 138-ე მსროლელი ბრიგადის 10 სამხედრო მოსამსახურის მიმართ, - ამის შესახებ უკრაინის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

 

სამხედროებს ბრალად ედებათ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მათმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

 

„მტრის ჯგუფის ხელმძღვანელმა მკაცრი საყვედური მიიღო ეგრეთ წოდებული „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნაზე ცუდი მუშაობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner