logo_geo
eng_logo
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს
- +

20 მარტი. 2022. 10:38

 

 

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს. რუსი მედესანტეების გაერთიანებული რაზმიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ კიევის მახლობლად საომარ მოქმედებებში, მხოლოდ ერთი გადარჩა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მდგომარეობას, პოზიციას, ქმედებების ხასიათს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ვერ შეძლეს აქტიური შეტევითი ოპერაციები განეხორციელებინათ. მათ კონცენტრირება მოახდინეს მიმდინარე დანაკარგების შევსებაზე, ნაწილობრივ განადგურებული ტექნიკის აღდგენაზე, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში უცხოელი სამხედროების გადაყვანასა და უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი საოკუპაციო ძალების ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრაზე.

 

გენერალურმა შტაბმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველი არმიის კორპუსის შესავსებად მობილიზაციის მორიგი ტალღა გამოაცხადეს. გაწვევის მაქსიმალური ასაკი 65 წლამდეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner