logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მთავარსარდლობას ვერ ისწავლი, მთავარსარდლად ბუნებამ უნდა შეგქმნას!
- +

20 მარტი. 2022. 11:02

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელასვილი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ სოციალურ სელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მთავარსარდლობას ვერ ისწავლი, მთავარსარდლად ბუნებამ უნდა შეგქმნას!

 

მიხეილ სააკაშვილი: „მთავრობამ უნდა ახსნას, როგორ მოხდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება - თუ ეს მოხდა ნებართვის გარეშე, ხმამაღლა გააპროტესტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად“.

 

როცა მთავარსარდლად ბუნება გქმნის, ციხეში კი არა, გამოქვაბულშიც რომ შეგაგდონ, გაწამონ, ხორცები აგაჭრან, მარილი დაგაყარონ, შენს გარეშე ზემოთ ჩიტი ვერ გადაიფრენს, ქვემოთ კიდე ხვლიკი ვერ გადაცოცდება.

 

ამაზეა ნათქვამი, ასი ყური და ასი თვალი გამაიბა, ამ ჩემისამო!

 

ეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად ჩაითვლებაო. ო, როგორ ოცნებობს საბრძოლო მოქმედებებზე, ბომბების ჩამოყრაზე, არეულობაზე, რევოლუციაზე, სისხლზე, სიკვდილზე... ოღონდ სხვისი შვილების სიკვდილზე, თავისები გახიზნული ჰყავს სადღაც ტრაკში, ვერ გაიგებ, სად იზრდებიან და რას აკეთებენ!

 

„ომად ჩაითვლება“! - თვითონ გადაწყვიტა, ბრძანებაც გასცა, ბეჭედიც დაარტყა, ხელიც მოაწერა, გიულ-დედულისაც აჩვენა, ეკა ხერხეულიძესაც წააკითხა. ამათ თავები დაუქნიეს, გენიალური გადაწყვეტილებააო. ამასაც გაუხარდა - შეხტა, შემოტრიალდა, იჭყლოპინა, თითები გვიქნია, მუსკულები შეათამაშა, გამიშვით, უკრაინის ცა უნდა დავხუროო. არ უშვებენ, ძალაზე არიან, ყოველ საღამოს აწამებენ, ბადრაგის ფორმაში გადაცმული ეშმაკი საწოლზე ჩამოუჯდება ხოლმე და ძალადობს, გინდა თუ არა, უნდა გიღიტინოო. ამას არ უნდა ღიტინი, რა დროს ეგ არი, როცა საქართველოს თავზე რაღაცნაირი „სამალიოტები“ დაფრინავენ?!

 

ფუჰ... ეგრეა რა, ნაპოლეონობას ვერ ისწავლი, ნაპოლეონად ბუნებამ უნდა გშვას!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner