რუსეთის საოკუპაციო ჯარები კვლავ იმ ადგილს დაესხნენ თავს, სადაც მარიუპოლის მცხოვრებლები რუსულ ბომბებს ემალებოდნენ. რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის სკოლას, სადაც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ rbc-ukraine წერს.
„გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ოლქის მე-12 სამხატვრო სკოლაში, სადაც მარიუპოლის 400-მდე მცხოვრები - ქალები, ბავშვები და მოხუცები იმალებოდნენ“, - აღნიშნულია მარიუპოლის საკრებულოს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ შენობა განადგურდა, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს დრამატულ თეატრზე, სადაც ასობით ბავშვი და ქალი იმყოფებოდა.