უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში და პირველი რანგის კაპიტანი, ანდრეი პალი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები Facebook-ზე წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, პირველი რანგის კაპიტნის ანდრეი პალის ლიკვიდაცია მოახდინეს. დილა მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ!“ - აღნიშნულია განცხადებაში.