ექსპერტი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპამ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, 15 მილიონი ევროს ღირებულების ბუნებრივი აირი შეისყიდა. საქართველოდან კი, არცერთი ლიტრი რძის ექსპორტი რუსეთში არ განხორციელებულა.
„ომის დაწყებიდან, ევროპამ რუსეთიდან 15 მილიარდი ევროს ღირებულების მხოლოდ ბუნებრივი აირი შეისყიდა. იმავე პერიოდში, არც ერთი ლიტრი ქართული რძე - რუსეთში არ შესულა“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.