logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დღეს თუ არ იბომბება თბილისი, ეს იმ დაბალანსებულმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელსაც პრემიერი ახორციელებს!!!
- +

20 მარტი. 2022. 14:11

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს რომ საქართველოში ომი არაა, თბილისი რომ არ ჰგავს დაბომბილ ხარკოვს, აცილებული რომ არის ათასობით ახალი ლტოლვილი, მსხვერპლი, ბავშვების და მოხუცების ტანჯვა - ცალსახაა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ჭკვიანური და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დამსახურება!!!

 

ჩვენ ამ ხელისუფლების ბევრი შეცდომა ვიცით, ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ ადამიანის  ყველაზე ცუდი თვისება უმადურობაა -

ამიტომ კარგს კარგი უნდა ვუწოდოთ და ავს ავი!!!

 

დიახ - ცალსახაა, რომ დღეს თუ არ იბომბება თბილისი, ეს იმ დაბალანსებულმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელსაც პრემიერი ახორციელებს!!!

 

უბრალოდ, ძალიან დაბალი კვალიფიკაციის გუნდი თუ პიარი ჰყავს და ვერ ახერხებენ ამის ხალხამდე მიტანას!!!

 

თუ ჩემი არ გჯერათ, მაშინ 1 წუთით წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილი ყოფილიყო ახლა პრეზიდენტი, რა გვექნებოდა???

 

დაბომბილი ქალაქები, გაპარტახებული საქართველო, რუსის ჯარი თბილისში, ჰალსტუხის ღეჭვის ახალი სერია, ჩასვრილი და შეშინებული მთავარსარდლები, წითელ ხიდზე გაქცეული მინისტრები და ნაციონალები, ტრაგედიები და გოდება!!!

 

წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ - ეს კიდევ უფრო ნათლად დაგანახვებთ, თუ რას გადავრჩით!!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner