მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა - რუსეთის ელიტა პუტინის მოცილებაზე ფიქრობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.
რუსულ ბიზნეს-პოლიტიკურ ელიტაში ყალიბდება ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე გავლენიანი ადამიანების ჯგუფი. მათი მიზანია, რაც შეიძლება მალე პუტინის ჩამოგდება და უკრაინის ომის შედეგად დასავლეთთან დანგრეული ეკონომიკური კავშირების აღდგენა.
„რუსეთის ფედერაციის რუსული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ФСБ-ის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს პუტინის მემკვიდრედ მიიჩნევს. ბორტნიკოვი ბოლო დღეებია რუსი დიქტატორის მიერ შერისხულია უკრაინასთან ომში დაშვებული შეცდომების გამო. ის და მისი დეპარტამენტი პასუხისმგებელნი იყვნენ მოსახლეობის განწყობისა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების ანალიზზე. ბორტნიკოვი და რუსული ელიტის ზოგიერთი სხვა გავლენიანი წარმომადგენელი პუტინის ხელისუფლებიდან მოცილების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. კერძოდ, არ არის გამორიცხული მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა ან სხვა, მაგალითად, ავარია“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.