logo_geo
eng_logo
რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა - უკრაინის დაზვერვა
- +

20 მარტი. 2022. 15:50

 

 

რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი ჯგუფი გაგზავნეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასანადგურებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

 

„დღეს უკრაინაში ბოევიკების მორიგი ჯგუფების ჩამოსვლა დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტ ევგენი პრიგოჟინთან. კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“, - ანიშნულია განცხადებაში.

 

დაზვერვის ინფორმაციით, მორიგი თავდასხმის ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. სამიზნეები კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალია.

 

„შემდეგი თავდასხმების განხორციელების ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. ყველა წინა მცდელობა მარცხით და ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. დაქირავებული მებრძოლების ძირითადი სამიზნეები, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი და დენის შმიგალია. რუსი ურწმუნოები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, აგრძელებენ უკრაინის მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციის, საზოგადოების დემორალიზებისა და უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობის შენელების მცდელობებს. ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებზე მკვლელობის მცდელობების ორგანიზება რუსების სტრატეგიის ნაწილია. უკრაინის არმიამ, სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა უწყებებმა კარგად იციან კრემლის გეგმები. ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner