რომის პაპმა ვატიკანში, ქადაგებაზე კვლავ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკემ რუსეთის აგრესიას უკრაინაში გაუმართლებელი, „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და ლიდერებს „ამ საზიზღარი ომის“ დასრულებისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ ჩერდება. ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტაა, სადაც მკვლელობები და საშინელებები ყოველდღე მეორდება. საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა აქტორს ვევედრები რეალური ძალისხმევა გამოიჩინონ ამ საზიზღარი ომის დასასრულებლად“, - განაცხადა პაპმა.