logo_geo
eng_logo
პაპი ფრანცისკე: სამწუხაროდ, სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ ჩერდება. ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტაა
- +

20 მარტი. 2022. 17:15

 

 

რომის პაპმა ვატიკანში, ქადაგებაზე კვლავ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკემ რუსეთის აგრესიას უკრაინაში გაუმართლებელი, „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და ლიდერებს „ამ საზიზღარი ომის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

 

„სამწუხაროდ, სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ ჩერდება. ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტაა, სადაც მკვლელობები და საშინელებები ყოველდღე მეორდება. საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა აქტორს ვევედრები რეალური ძალისხმევა გამოიჩინონ ამ საზიზღარი ომის დასასრულებლად“, - განაცხადა პაპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner