logo_geo
eng_logo
ალექსეი არესტოვიჩი: რუსეთის არმიაში რეპრესიები დაიწყო
- +

20 მარტი. 2022. 18:36

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გამო რუსულ არმიაში რეპრესიები დაიწყო.

 

„დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა. ახლა, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურებიდან, გენერალური შტაბიდან გვაქვს არაერთი ინფორმაცია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში და სხვა ფორმირებებში, ასევე, ეროვნულ გვარდიაში წარუმატებლობაში პასუხისმგებელთა ძებნა დაიწყო. ასობით და ათეულობით რუს სამხედრო მოსამსახურეს ექვემდებარება დამამცირებელ შემოწმებას, მათ ბრალი ედებათ საომარ მოქმედებებზე უარის თქმაში, ხასიათის სისუსტესა და სიმხდალეში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

არესტოვიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინის არმიის გენერლები და უმაღლესი სამხედრო ლიდერებიც კი უკრაინელი სამხედროების თავდასხმის ქვეშ არიან. მისი თქმით, რუსეთმა რაც არ უნდა ახალი ძალები დააყენოს ფრონტის ხაზზე, ყველა მცდელობა წარუმატებელი ექნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner