logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
- +

20 მარტი. 2022. 19:47

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ BBC წერს.

 

„მაშინ როდესაც ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, შეთანხმების მიღწევა მარტივი არ არის, მაგრამ ვხედავთ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს მივიდნენ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ AFP-სთან საუბრისას.

 

მან დასძინა, რომ თურქეთს აქვს კომუნიკაცია მომლაპარაკებელთა გუნდებთან, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

 

10 მარტს მევლუთ ჩავუშოღლუ შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა. ამ კვირის განმავლობაში კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთში ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner