logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: მომავალ კვირას ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება
- +

20 მარტი. 2022. 21:22

 

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება.

23 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და ევროკავშირის სამიტებში.

„ჩვენ გვექნება დამატებითი დეტალები ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით გამოვაცხადებთ. ვიზიტი მიმართულია იმაზე, რომ გავაგრძელოთ მსოფლიოს გაერთიანება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner