GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მთავრობა?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„სწორად მოიქცა“ - 60,5%;
„არასწორად მოიქცა“ - 31,8%
არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე - 7,7%.
ამასთან, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების მხარდაჭერაზე მთავრობის უარს სწორად მიიჩნევს, გამოკითხულ რესპონდენტთაგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 24%, „მთავარის“ მაყურებლის 26% და „ტვ პირველის“ მაყურებლის 39%.
კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.