logo_geo
eng_logo
GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა
- +

20 მარტი. 2022. 23:01

 

 

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მთავრობა?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

„სწორად მოიქცა“ - 60,5%;

„არასწორად მოიქცა“ - 31,8%

არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე - 7,7%.

ამასთან, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების მხარდაჭერაზე მთავრობის უარს სწორად მიიჩნევს, გამოკითხულ რესპონდენტთაგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 24%, „მთავარის“ მაყურებლის 26% და „ტვ პირველის“ მაყურებლის 39%.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner