logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: თუ ჭკუაზე არ შევიშლებოდი, არ მეგონა
- +

21 მარტი. 2022. 00:21

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ოჯახური ტრაგედიის გამო ვიყავი ოთხი დღე თბილისში და კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა ქართული ტელევიზიების კივილით, ისტრიით, ცრუ და გადაუწმობელი ინფორმაციით, ანგაჟირებული ჟურნალისტების წიოკით, რაღაც გაურკვეველი ჩართვებით სადაც წერა-კითხვის უცოდინარი ჟურნალუგები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბოდავენ ეთერში და მხოლოდ პირველი პირის ზმნებით გელაპარაკებიან "დელავარი ინდიელებივით“..

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: ტრაგედია ოჯახში, დამძიმებული, განადგურბული გამოდიხარ პანაშვიდიდან და სადაც და ვისთანაც არ უნდა შეხვიდე, ჩართულია ეს საშინელება ტელეეკრანებიდან.

თუ ჭკუაზე არ შევიშლებოდი, არ მეგონა.

ჩამოვედი საფრანგეთში, ჩავრთე ტელევიზორი და გაწონასწორებული ინფორმაცია, რაღაც პირდაპირი ჩართვების ნაცვლად საინტერესო რეპორტაჟები. ყოველგვარი კივილის, წივილის, მარგინალი ჟურნალიუგების გარეშე..

ვზივარ და ვფიქრობ, სადღაც სიზმარში ვიყავი, მე მგონი, ეს ოთხი დღე.

რას უძლებს ქართველი მაყურებელი ამათ ხელში, წარმოგიდგენიათ? - წერს გიორგი ფოფხაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner