logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ისედაც გარკვეული სანქციების რეჟიმში ვართ რუსეთთან
- +

21 მარტი. 2022. 00:55

 

 

ჩვენ ვამბობთ, რომ ისედაც გარკვეული სანქციების რეჟიმში ვართ რუსეთთან. ეს გახლავთ თუნდაც ის, რომ ფრენები არ გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გაგვაჩნია და ჩვენთან რუსეთის მხრიდან მოქმედებს სავიზო რეჟიმი, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე განმარტა, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა კერძო ბიზნესის დონეზე ფუნქციონირებს.

„ამ ხელისუფლებამ რუსეთს არ მიჰყიდა არაფერი, არა თუ სტრატეგიული, რაიმე მნიშვნელობისაც კი. რუსეთთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა არის მხოლოდ და მხოლოდ კერძო ბიზნესის დონეზე და ამ შემთხვევაშიც კი, იმ ადამიანებს უტრიალდებათ ენა და ყოველგვარი რიდის გარეშე ადანაშაულებენ ხელისუფლებას რაღაცაში. რომ ჰკითხოთ რაში, კონკრეტულად ვერ გეტყვიან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner