ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ლაშა მშობლიურ სახლში ოლიმპიურ მედლებზე ოცნებობდა და დაუღალავად ვარჯიშობდა მის რაიონში რუსული ბომბები ცვიოდა. იმ ავადსახსენებელი დღიდან 4 წლის შემდეგ ლაშამ ოლიმპიური ოქრო მოიგო, ხოლო ზუსტად 8 წლის თავზე, 2016 წლის 8 აგვისტოს, მან ჯერ რუსი ძიუდოისტი დასცა ბეჭებზე, შემდეგ კი მეორე ოლიმპიური მედალი, ამჯერად ბრინჯაო მოიპოვა.
მნიშვნელოვანია რომ კარალეთელმა ბიჭმა, 8 აგვისტოს, სამშობლოს, წლის პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.- წერს ფეისბუქის გვერდი „დრო მიდის, კადრები რჩება."