logo_geo
eng_logo
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
- +

9 აგვისტო. 2016. 00:32


 

ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ლაშა მშობლიურ სახლში ოლიმპიურ მედლებზე ოცნებობდა და დაუღალავად ვარჯიშობდა მის რაიონში რუსული ბომბები ცვიოდა. იმ ავადსახსენებელი დღიდან 4 წლის შემდეგ ლაშამ ოლიმპიური ოქრო მოიგო, ხოლო ზუსტად 8 წლის თავზე, 2016 წლის 8 აგვისტოს, მან ჯერ რუსი ძიუდოისტი დასცა ბეჭებზე, შემდეგ კი მეორე ოლიმპიური მედალი, ამჯერად ბრინჯაო მოიპოვა.

 

მნიშვნელოვანია რომ კარალეთელმა ბიჭმა, 8 აგვისტოს, სამშობლოს, წლის პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.- წერს ფეისბუქის გვერდი „დრო მიდის, კადრები რჩება."




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner