logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის ქნესეთს: შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი რუსეთს სანქციებს?
- +

21 მარტი. 2022. 10:31

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტსაც მიმართა. ქნესეთის დეპუტატებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალურ რეჟიმში მოუსმინეს. უკრაინის ლიდერმა პუტინის რუსეთსა და ფაშისტურ გერმანიას შორის პარალელები გაავლო და ღიად განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინელი ერის განადგურება წარმოადგენს.

 

„ამ ომის მიზანი უკრაინელი ერის განადგურებაა. ჩვენი ხალხი ახლა დადის სამყაროში, ეძებს თავშესაფარს, ისევე როგორც თქვენ ადრე. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი სანქციებს რუსეთს? თქვენ უნდა გასცეთ პასუხები ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner