logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „Gorbi“-ს კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა
- +

21 მარტი. 2022. 10:47

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“  დაკვეთით, „gorbi“-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება.

 

„ტელეკომპანია ,,იმედის“ დაკვეთით, „Gorbi“-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი  საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა:

 

„საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში“ - 76,5 % ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6 % არ ეთანხმება, 3,9 %კი პასუხობს - არ ვიცი.

 

„საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში“ - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1 %, არ ეთანხმება 69,5 % და 9,4 % პასუხობს რომ არ იცის.

 

„ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში“ - ეთანხმება 67,7 %, 26,3 % არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის.

 

„საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას“ - ეთანხმება 75,9 %, არ ეთანხმება - 20 %, 4,1 %-მა არ იცის.

 

„საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა“ - ეთანხმება 22, 7 %, არ ეთანხმება 71 %, და 6,3 %-მა არ იცის.

 

საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში კვლავ ლიდერობს "იმედი" 32 %, შემდეგ მოდიან: „რუსთავი 2“ -12,7 %, „მთავარი არხი“ - 11 %, „ტვ პირველი“ -7,8 %, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4,5 %, „პოსტივი“ - 3,5 %, „ფორმულა“ -1,9 %, „მაესტრო“ - 1,8 %, „პალიტრა“ - 1,6 %“, - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner