logo_geo
eng_logo
ჩინეთის ელჩი აშშ-ში: პეკინი რუსეთს იარაღს არ გაუგზავნის
- +

21 მარტი. 2022. 11:01

 

 

„უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის“, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცინ განგმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის.

 

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა თავისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, რომ თუ პეკინი მატერიალურ დახმარებას გაუწევდა ოფიციალურ მოსკოვს, ამას „შედეგები“ მოჰყვებოდა.

 

ჩინეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ამბობს, რომ ჩინეთი არ გაუგზავნის იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად და რომ პეკინი „ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის“.

 

პეკინმა უარყო გასულ კვირას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მზად იყო მოსკოვისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის. საუბრისას განგმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ საჯარო დაგმობა სიტუაციას „არ შველის“ და ამისთვის, საჭიროა „კარგი დიპლომატია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner