„უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშცუკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ქალაქის დანებებაზე არავითარი საკითხი არ განიხილება“, - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა.
რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, მიხაილ მიზინცევმა თქვა, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები „სამხედრო ტრიბუნალის“ წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ისინი არ დათანხმდებიან ჩაბარების პირობებს.