logo_geo
eng_logo
რუსეთმა, შესაძლოა, გუბერნატორების არჩევნები გააუქმოს
- +

21 მარტი. 2022. 11:57

 

 

რუსული მედიის ცნობით, კრემლი სექტემბერში გუბერნატორების არჩევნებზე უარის თქმის შესაძლებლობას განიხილავს, იმ რეგიონებში, სადაც ის დაგეგმილი იყო. მიზეზი „შექმნილი ეკონომიკური სიტუაციაა“. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ეკონომიკური სიტუაციის ცვალებადობით, რაც გამოწვეულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით, რომელიც მას უკრაინაში ომის გამო დაეკისრა.

 

გუბერნატორების არჩევაზე მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვაა საჭირო, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები“, - განაცხადა წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

 

რუსული მედიის წყაროს თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ახლად შექმნილ პირობებში გუბერნატორებს უფრო უჭირთ სპონსორებთან მუშაობა და სოციალურ-ეკონომიკური დაპირებებისკენ მიმართული საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

 

პუტინის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რეგიონებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეცვალონ კანონი და განაახლონ საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის კანდიდატურის კენჭისყრა. ნაკლებად სავარაუდო სცენარი, შეიძლება იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საუბნო არჩევნების გადადება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner