რუსუდან შარაძე 4 წლის წინანდელ საქართველოს იხსენებს:
„4 წლის წინ, ეს რეალობა იყო - მკვლელი პრეზიდენტი, მკვლელი პრემიერ-მინისტრი და ქუჩაში სისხლის გუბეები... ე.წ. პოლიტიკოსების და ჟურნალისტების უმრავლესობა - ფულზე გაყიდული და მონადქცეული, მოსახლეობის დიდი ნაწილი - „დაჩმორებული" და „ცოცხგარჭობილი"...
ხანდახან, მეც კი მგონია , რომ ეს ყველაფერი სადღაც შორს და ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა. მეც-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ტკივილი არ გასულა და ალბათ, სანამ ცოცხალი ვარ, არასდროს არ დამთავრდება ჩემი გულის ჯიჯგვნა.
როგორც ჩემს თაობას 37 წლის ამბები ლეგენდებად გვეჩვენებოდა, ასევე დაუჯერებლად მიიჩნევენ, ალბათ, ჩემი შვილიშვილები, თუნდაც, იმ ფაქტს, რომ როცა აქ რამეს გამოვაქვეყნებდი, არათუ მკვლელზე და არამზადაზე, უბრალოდ, მამაჩემის უწყინარ ფოტოს როცა დავდებდი, რამდენი მწერდა ჩუმად - ბოდიში, ვერ მოგიწონებ, სამსახურიდან გამაგდებენ, ოჯახი შიმშილით მოკვდებაო... ახლა გადავიკითხე რამდენიმე ასეთი წერილი, რამეს ხომ არ ვამეტებ-მეთქი, მაგრამ როგორ გგონიათ?!
კარგია არა დღეს ენის ქნევა?
რომ ვაკვირდები, დღეს, ძირითადად, ასეთი ხალხია დიდ გულზე: ჩატში რომ ჩუმად მწერდნენ... ხოლო მიშას ხელის ჭუჭყ ე.წ. პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ყველა ხედავს, რა დღეშიც არიან. აქ ნაცებზე არაა საუბარი, „ვითომ-ვითომ" ტიპებზე ვამბობ.
ვინც მართლა მთელი არსებით იბრძოდა, ვინც აკვდებოდა, ვინც თავი გადადო - გადადებული აქვს ახლაც და იცის, რომ ბრძოლის გარეშე ღირსეული ცხოვრება არ არსებობს!
სხვადასხვა ხალხში და სხვადასხვა ენაზე, უამრავ ინტერპრეტაციას გაიგონებთ ფორმულისას - არავის საქმეში არ უნდა ჩაერიო, თუ გინდა ბედნიერად იცხოვრო.
ერთი ისაა - ვისთვის რა არის ბედნიერება?!"- წერს რუსუდან შარაძე.