logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის შეღავათიანი სესხი აიღონ
- +

21 მარტი. 2022. 14:15

 

 

ოთარ შამუგიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 2 გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთა მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაა. ამ თემაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„პირველი არის ცვლილებები შეღავათიან აგროკრედიტში, რომლის მიხედვითაც ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, რომლის ფარგლებშიც ისინი დააფინანსებენ საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს ისეთი საჭიროებებისთვის, როგორებიც არის სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის დაქირავება თუ ასევე სხვა ხარჯები და სახელმწიფო ასეთ გაცემულ სესხებს 9%-ით დაასუბსიდირებს. მთლიანობაში, პროექტის მიხედვით, ბანკს მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს. ანუ ჩვენ საპროცენტო განაკვეთს მინიმუმ ნახევარს დავასუბსიდირებთ“, - განმარტა მინისტრმა.

 

მისივე განცხადებით, მეორე ცვლილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას შეეხება.

 

„ახალი პროგრამა, რომელიც კოოპერატივების მხარდაჭერისკენ მიმართულ, ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ, 80%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ანუ, ფერმერებს, რომლებიც ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ დააკმაყოფილებენ კონკრეტულ გაწერილ პირობებს, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას, მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner