logo_geo
eng_logo
„ეს ის „გაზის ბალონია,“ რომელიც ლაშა შავდათუაშვილისთვის ტრენაჟორის როლს ასრულებდა!“
- +

9 აგვისტო. 2016. 00:58



ფეისბუქის გვერდი „დრო მიდის, კადრები რჩება" ქართველი ძიუდოსიტის, ლაშა შავდათუაშვილის შესახებ საინტერესო ამბავს აქვეყნებს.


„ფოტოზე კარგად არ ჩანს, თუმცა ეს "გაზის ბალონია" რომელიც ლაშა შავდათუაშვილისთვის ტრენაჟორის როლს თამაშობდა.

 

ასე მოიგო მან ოლიმპიური ოქრო და ბრინჯაო 24 წლის ასაკში, მაშინ როდესაც 2008 წლის ოლიმპიადის დროს, 16 წლის ლაშას რაიონს რუსული ბომბები ეცემოდა."- წერს ფეისბუქ გვერდი.



საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი შესძინა.  73 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა  ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი იპონით 1:45 წამზე დაამარცხა.


ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში კუბელი მიგელ ესტრადა იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპე გავიდა. მეორე შეხვედრაში კი შავდათუაშვილი შრილანკელ ძიუდოისტ შეხვდა და მეტოქე აქაც იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1/4 ფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ, იაპონელ ონო შოჰეისთან დამარცხდა და ნახევარფინალში გადასვლა ვეღარ შეძლო.  თუმცა, 73 კგ. წონით კატეგორიის რეპეშაჟში შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენი დენის იარცევი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner