logo_geo
eng_logo
მესტიაში კლდის მასა ჩამოიშალა
- +

8 მარტი. 2016. 10:39



ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.



ადგილზე მობილიზებულია შესაბამისის ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგელნები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner