მორიგი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიის ლიდერები ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე სცემა. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მარშალპრესს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა წევრმა მიაწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.
„ნაციონალებში" ლიდერებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და თითოეული საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვის. ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი, ყოფილი ძალოვნებით ე.წ. "ზონდერებით" დააკომპლექტა და საკუთარი გავლენის გასაძლერებლად პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საპროტესტო აქცების დარბევებში გაწაფული, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე პირები შეიყვანა.
მიხეილ მაჭავარიანი ცემის გამო პარტიულ ღონისძიებებს ვეღარ ესწრება, ფიზიკური დაზიანებების გამო, მაჭავარიანი ბოლო დროს მედიასთანაც არ გამოჩნეილა. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო ერთი წლის მანძილზე უფრო მოხშირდა", - წერს „მარშალპრესი".